ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები კონკრეტულ შედგებზე არ საუბრობენ.
„კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მოლაპარაკებები გრძელდება, საუბარი იყო ყველა პუნქტზე, და შეთანხმება მოხდება მაშინ, როდესაც ყველა პუნქტზე შევთანხმდებით. – ამბობს რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე
„გრძელი და ძალიან რთული შეხვედრა იყო, არავითარ შედეგებზე საუბარი არ შემიძლია, გაგრძელდება ხვალ”. – განაცხადა გიგა ბოკერიამ,
“არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველა საკითხი არ იქნება შეთანხმებული” – ამბობს გიორგი ვაშაძე, მისი თქმით, ყველა საკითხი განიხილება, მათ შორის პატიმრების და არჩევნების.
„ჩვენ ვაგრძელებთ ხვალ პროცესს, რომელიც დღეს ძალიან რთული იყო” – თქვა ჟურნალისტებთან ბადრი ჯაფარიძემ. ის ამბობს, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს.