ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში  პროვოკაციის მოწყობას გეგმავს - ხატია დეკანოიძე

პუბლიკა

ხელისუფლება ენმ-ს ოფისში  პროვოკაციის მოწყობას გეგმავს – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა – ამბობს დეკანოიძე – შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ, მაგალითად, რომელიმე პოლიციელს…”

იგი ხელისუფლებას მიმართავს და კატეგორიულად მოუწოდებს შეეშვას პროვოკაციის მცდელობას, “არავითარი პროვოკაციები ჩვენსკენ არვ გაჭრის” აცხადებს იგი.