სასტუმრო „ვინოტელთან” მოძრაობა „დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების ცნობით სწორედ ამ სასტუმროში იმყოფება რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი.
აქციაზე ისმის ხმაური, სასტევნების ხმა, საპროტესტო შეძახილები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საქართველოში რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი რუსული შოუბიზნესისა და მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.
იგი საქართველოში ცნობილია ფრაზით, რომ “აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი”.
“Больше Абхазия никогда не будет частью Грузии”.
ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია”. – ამბობს ელენე ხოშტარია.