“მე იმედს ვიტოვებ, რომ გიგა გონს მოეგება. და მიხვდება, რომ ახლა თუ ამას გააკეთებს, მისი საუბარი ღირებულებების ერთგულებაზე, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ფარისევლობა იქნება”. – ამბობს გიგი უგულავა ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში.
უგულავა “გაკეთებაში” პარტიის მართვიდან “გვერდზე არგაწევას” გულისხმობს.
“გიგა ჭკვიანი ადამიანია, და ნახევარ საათში 100 არგუმენტს გეტყვის, მაგრამ ეს ყველაფერი წყლის ნაყვა იქნება, თუ გვინდა, რომ პარტია გაძლიერდეს, შანსი ჰქონდეს, ჩვენ სამი (უგულავა, ბოკერია, ბაქრაძე) მართვიდან უნდა გავიწიოთ.
გიგას გადაწყვეტილებამ პარტიას ზიანი უკვე მოუტანა. მაგრამ ეს ზიანი განკურნებადია, თუ გიგა პარტიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს პარტია არასოდეს ყოფილა ერთ კაცის, და გახდება. გიგას პოზიციიდან ჩანს რომ “არიქა, მომენტი დავიჭირე და პარტია ჩემია”. ეს ძალიან ცუდად გამოიყურება” – ამბობს უგულავა.