PERSIL-ის, ARIEL-ისა და სხვა ფხვნილების შეფუთვით იაფასიან სარეცხ ფხვნილებს აფასოებდნენ - საგამოძიებო

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც აფასოებდნენ იაფფასიან სარეცხ ფხვნილებს ბრენდირებული სარეცხი საშუალებების „PERSIL”-ს, „ARIEL”-ს, „ABC”-ს, „TIDE”-ს, „BINGO”-ს, „OMO”-ს, „AMO”-ს და “SAVEX“-ს სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების გზით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა მოცულობის, საერთო ჯამში 1 386 პაკეტი კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომელთა საბაზრო ღირებულება 44 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.