იან კელი კობახიძეს: თქვენ და მთავრობა არასწორ გზას დაადექით

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი კონსერვატორთა კონფერნციაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ კობახიძე და მისი მთავრობა არასწორ გზას დაადგა.

„ბუდაპეშტში CPAC-ზე პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად, მაგრამ, როგორც ჩანს, მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ გზა ევროკავშირისკენ ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენი მთავრობა არასწორ გზას დაადექით, ბატონო პრემიერ-მინისტრო“, – მიმართა კელიმ პრემიერს.

25 აპრილს ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში, კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.