იან კელის პოზიციამაც გაუადვილა გვარამიას, 7 მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“ - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს ყოფილი ელჩის საქართველოში, იან კელისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის ერთობლივ სტატიაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

სტატიაში გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობის და მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკა უკრაინის ომთან მიმართებით. ასევე, საუბარია საშინაო პოლიტიკის საკითხებზეც.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იან კელის არ აქვს მორალური უფლება, ნიკა გვარამიას საქმის შესახებ ისაუბროს.

„იან კელის ერთი რამე მინდა შევახსენო, რომ მისი პოზიციაც იყო ძალიან პრობლემური თავის დროზე „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით და მისმა პოზიციამაც, სამწუხაროდ, პიროვნებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, გაუადვილა ნიკა გვარამიას, 7 მილიონით გაეძარცვა „რუსთავი 2“ .

ეს არის ძალიან სამწუხარო, იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მით უმეტეს ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს, გამომდინარე იმ პიროვნული პასუხისმგებლობიდან, რომელიც მას აქვს კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.