საქსტატის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2285 ნებართვა, 1537,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ნებართვების 78,3% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 54,9% – თბილისზე, 10% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,7% – აჭარისა და იმერეთის რეგიონებზე.
2020 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,5% თბილისზე, 12,6% – კახეთის რეგიონზე, 12,2% – იმერეთის რეგიონზე, ხოლო 11,8% – ქვემო ქართლის რეგიონზე.
სულ, 2020 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიიღეს 419,7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32,8 პროცენტით ნაკლები) 484 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით ნაკლები).