იანვარ-თებერვალში ექსპორტი 6.8%-ით, იმპორტი - 14.1%-ით შემცირდა - საქსტატი

პუბლიკა

„საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარი-თებერვალი” – საქართველოს საქსტატის სამსახური ექსპრეს მონაცემებს ავრცელებს:

„2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (6.8%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარი (14.1%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-თებერვალში 664.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა”, – წერს საქსტატი.