2025 წლის იანვარში საქართველოში 514 მილიონ დოლარზე მეტის სურათები, ნახატები და პასტელები, ასევე, ქანდაკებები და სტატუეტების დედნები შემოვიდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
აშშ-დან და ბრიტანეთიდან შემოსული ამ პროდუქტების ჯამი 513 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ამასთან, საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარში იყო სურათები, ნახატები და პასტელები, რომლის იმპორტმა 481,1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30% პროცენტი შეადგინა.