ეროვნული ბანკის ინფორმაციით და სტატისტიკით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი 2024 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 40.8%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სიაში რუსეთის შემდეგ მოდის იტალია, ამერიკა, საბერძნეთი, ისრაელი.
საქართველოდან კი საზღვარგარეთ 2024 წლის იანვარში 25.9 მლნ. აშშ დოლარი გაიგზავნა.