ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება.
ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით, თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება.
სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს.
სამინისტროს ცნობით, არსებული პრაქტიკით, დღესდღეობით, ექიმის ხელფასი საათში 5,5 ლარიდან 6,2 ლარამდე მერყეობს. ექთნის და სხვა სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასის ოდენობა კი ექიმის შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროცენტით არის განსაზღვრული.
მათივე ცნობით, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – ცხრა ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.