საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციისთვის 200-ლარიანი წახალისების კამპანია იანვარშიც გაგრძელდება.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგომ გახდა ცნობილი, თუკი აქამდე 200-ლარიან დანამატს 60 წელს ზემოთ მყოფი პირები იღებდნენ, იანვრიდან თანხას 50 წელს ზემოთ პირებიც მიიღებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, 8 ნოემბრიდან 60 წელს ზემოთ პირები აცრის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს იღებდნენ.
საერთო ჯამში კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი აიცრა.
თავდაპირველად, წამახალისებელი კამპანიის მოქმედების ვადა დეკემბრის ბოლომდე იყო განსაზღვრული.