იაპონიამ, შესაძლოა, COVID-19-ის ვაქცინის მილიონობით დოზა დაკარგოს

პუბლიკა

იაპონიაში COVID-19-ის წინააღმდეგ აცრა ოთხშაბათიდან დაიწყება, თუმცა Pfizer-ის ვაქცინის მილიონობით დოზა შესაძლოა, სპეციალური შპრიცების დეფიციტის გამო დაიკარგოს.

Reuters-ის ცნობით, მთავრობამ მწარმოებლებს საგანგებოდ მიმართა, რომ საჭირო შპრიცები სწრაფად დაამზადონ, თუმცა კომპანიებს დროში ჩატევა უჭირთ.

იაპონიამ, სადაც 126 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გასულ თვეში Pfizer-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანიას ვაქცინის 144 მილიონი, 72 მილიონი ადამიანისთვის სამყოფი დოზა უნდა დაემზადებინა.

ფაიზერის“ ვაქცინის თითოეული ფლაკონი შეიცავს ექვს დოზას, თუმცა სპეციალური შპრიცის გარეშე ფლაკონიდან მეექვსე დოზის ამოღება შეუძლებელია. სტანდარტული შპრიცით კი მხოლოდ 5 დოზის გამოყენებაა შესაძლებელი.

იაპონიის ხელისუფლება სამედიცინო მწარმოებლებს მოუწოდებს, გაზარდონ საჭირო შპრიცების წარმოება.