ტრაგედია მოხდა თერჯოლის რაიონში – სანადირო თოფის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, იარაღი დაღუპული ბავშვის მცირეწლოვან, 3 წლის ძმას გაუვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.