იარაღის ტარების უფლება მაქვს, საარჩევნო უბანზე არ ვიყავი – შაშკინი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დიმიტრი შაშკინმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სოციალური ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის იარაღით საარჩევნო უბანთან გადაადგილდება.

შაშკინის თქმით, იარაღის ტარების უფლება აქვს,  თუმცა სურათი უბანთან არ არის გადაღებული.

„მე მაქვს შსს-ს მიერ გაცემული უფლება, რომ ვატარო პირადი ტაბელური იარაღი. მე საარჩევნო უბანზე არ ვიყავი. არ მაქვს უფლება საარჩევნო უბანზე შესვლის საერთოდ, იმიტომ, რომ ვარ კანდიდატი, არცერთ კანდიდატს არ აქვს უფლება შესვლის. სურათი რომელიც ვრცელდება, მე ვჯდებოდი მანქანაში… ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რასაც აკეთებს ქართული ცონება“, – უთხრა „პუბლიკას“ შაშკინმა.

მედიის ნაწილმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დიმიტრი შაშკინი ადამიანების ჯგუფთან ერთად იარაღით ჩანს. რასაც თან ერთვოდა ინფორმაცია, რომ  სურათი, სავარაუდოდ, ბოლნისიის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთანაა გადაღებული.