TBC და BOG აცხადებენ, რომ „იცავენ და აგრძელებენ დასავლური სანქციების მოთხოვნების დაცვას" 

პუბლიკა

ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი საქართველოში, TBC და „საქართველოს ბანკი” გეგმავენ, დაიცვან დასავლური სანქციების მოთხოვნები და არ დაუშვან გამონაკლისი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად.

საქართველოს ბანკი „პუბლიკასთან” აცხადებს:

„ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას”.

„თიბისი ბანკმა” „პუბლიკას” უთხრა:

„აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არ შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა], სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში”.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას აღუდგება წვდომა საბანკო სერვისებზე.