იცოდით, რომ თამბაქოს ნამწვი პლასტმასის ნაწარმია? - NCDC

პუბლიკა

იცოდით, რომ თამბაქოს ნამწვი პლასტმასის ნაწარმია? – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თამბაქოს წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს.

თამბაქოს ნამწვი პლასტმასებს შორის ყველაზე ხშირი გარემოს დამაბინძურებელია. NCDC-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად 4.5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება გარემოში და დასაშლელად მას წლები სჭირდება.

31 მაისი – მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე (World No Tobacco Day) 1987 წლიდან აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და წევრი-ქვეყნების მიერ. ამ დღეს ყოველწლიურად ხდება ყურადღების გამახვილება თამბაქოს გლობალურ ეპიდემიაზე, თამბაქოსთან ასოცირებულ ჯანმრთელობისა და სხვა რისკებზე. ასევე, ხდება თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკის ადვოკატირება.

2020 წელს ძირითადი თემაა: ახალგაზრდების დაცვა თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკებისა და თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებისგან.