მათ, ალბათ, იცოდნენ ჩვენი გეგმა, ეს იქნებოდა ისეთი მწვავე, რაც 33 წელია არ უნახავს ქვეყანას - მელია

პუბლიკა

„მათ ისიც იცოდნენ ძალიან კარგად, ალბათ, თუ რას ვაპირებდით დღეს, რაღაცნაირად გაჟონა… ესეც არაძალადობრივი იქნებოდა, მაგრამ ბევრად მწვავე, ისეთი მწვავე, რომ, ყოველგავრი გადაჭარებბის აგრეშე გეუბნებით, ამ ქვეყანას 33 წელია არ უნახავს“, –  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიამ მიმართა აქციის მონაწილეებს და განაცხადა, რომ მათი მშვიდობიანი, არაძალდობრივი პროტესტის შედეგად ხელისუფლებამ მიიღო მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება.

„დღეს ვაიძულეთ ხელისიფლება და რეჟიმი, რომ გაეკეთებინათ ის განცხადებები, რაც გააკეთეს.ისიც იცოდნენ ძალიან კარგად ალბათ, თუ რას ვაპირებდით დღეს, რაღაცნაირად გაჟონა… ესეც არაძალადობრივი იქნებოდა, მაგრამ ბევრად მწვავე, ისეთი მწვავე, რომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ამ ქვეყანას 33 წელია არ უნახავს. აი, ასეთი გეგმით ვიყავით ჩვენ დღეს აქ წარმოდგენილნი. 33 წლის განმავლობაში, ის არსაც ჩვენ დღეს გავაკეთებდით, დიახაც, არ უნახავს ამ ქვეყანას. არაძალადობრივი პროტესტი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა“, – თქვა მელიამ.

მისი თქმით, მალე გახდება ცნობილი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დათანხმდება თუ არა ის იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას.


იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ბრეგაძის ინფორმაციით, სააკაშვილი, მკურნალობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.