იდეალური იქნებოდა ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც ყველა მხარეს დაამშვიდებს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იდეალური იქნებოდა, დისკუსიის შედეგად ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც ყველა მხარეს დაამშვიდებს და დააწყნარებს.

„პრემიერსაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველამ თქვა, რომ მზად არის გუნდი დისკუსიისთვის. თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი ამ სიტუაციაში არ არსებობს, ალბათ, ამას გულისხმობდნენ ჩვენი კოლეგები, თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია ისეთი ტერმინოლოგია თუ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, თუ ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდებს, დააწყნარებს და იმას მიაღებინებს, რაც მისაღებია, მე მგონი, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა.

რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, კიდევ გავიმეორებ, აუცილებელია დისკუსია, დიალოგი, ეს უნდა გაგრძელდეს. რაზე უნდა დაასანქცირონ საერთოდ, აი, რატომ უნდა მოხდეს? სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს – ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო, საერთოდ ეს მიდგომა უკვე არასწორია, ჩვენ ერთი მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ დისკუსია, განხილვა გვინდა, მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი, თუ ასეთი განცხადებები პროდუქტიული და შედეგის მომტანი არ არის, საჭიროა, ამ პროცესში ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა რუსულ კანონზე საუბრისას.