იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წმიდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. ცერემონიაში მონაწილეობა იერუსალიმის პატრიარქმა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდელმა მიიღეს.
პროცესს ტაძარში შეკრებილი ათასობით მორწმუნე ელოდებოდა.
მართლმადიდებელთა რწმენით, ცეცხლი ადამიანთა ჩარევის გარეშე ინთება. რიტუალი დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.
ტრადიციისამებრ, ცეცხლი იერუსალიმიდან თბილისშიც ჩამოაქვთ ხოლმე.