იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

პუბლიკა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა.
მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა.

აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

ტრადიციისამებრ, ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისშიც ჩამოიტანენ.