ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „მთავარ არხს“ ბოიკოტი გამოუცხადა

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „მთავარ არხს“ ბოიკოტი გამოუცხადა.  მარინა ეზუგბაიამ მოითხოვა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს დაეტოვებინა საბრიფინგო სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კომენტარს არ გააკეთებდა. 

„მთავარ არხზე“ გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელების გამო, ბოიკოტს ვუცხადებ „მთავარ არხს“. თუ თქვენ და თქვენი ოპერატორი არ დატოვებთ ბრიფინგის სივრცეს, არ გავაკეთებ განცხადებას.  ბოიკოტს ვუცხადებ მთავარ არხს, დატოვოს საბრიფინგო სივრცე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამის შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა საბრიფინგო სივრცე დატოვა და სხვა მედიის წარმომადგენლებთანაც არ გააგრძელა საუბარი.

გუშინ „მთავარ არხზე“ ინფექციური საავადმყოფოს შესახებ სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტის მიხედვით, საუბარი იყო ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე.