იგეგმება 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება 2026 წლამდე. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბაღების ანალოგიურ პროექტზეც.

„გავიარეთ დეტალურად 800 სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს. სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება ტენდერი 80 ახალ სკოლაზე და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე.

დანარჩენი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერები გამოცხადდება 2023-2024 წლებში. ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება 2026 წლამდე. 2024 წლამდე გვინდა, რომ 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოვასწროთ. ეს არის ჩვენი გეგმა.

გარდა ამისა, მე დავავალე შესაბამის უწყებებს და ახლა ვამუშავებთ ბაღების ანალოგიურ პროექტს“, – განაცხადა პრემიერმა.