იგეგმება მეტროპოლიტენის „გარკვეული სადგურების“ ადაპტაცია შშმ პირთა მოთხოვნილებებზე - კალაძე

პუბლიკა

იგეგმება მეტროპოლიტენის „გარკვეული სადგურების“ ადაპტაცია შშმ პირთა მოთხოვნილებებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო.

„პროექტის ფარგლებში, დაიწყება სამუშაოები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასასრულებლად. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ჩვენ ამას მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 11 მეტროსადგურის გარშემო და შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარი იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთანავე, მიმდინარეობს „თბილისის მეტროს სადგურების განახლების“ პროექტზე მუშაობა, რაც 11 მეტროსადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.