ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფებოდა. ინფორმაცია „პუბლიკას” თავად დაუდასტურა.
მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტი 22 იანვარს შედგა. მან მოსკოვის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში მოხსენება წაიკითხა თემაზე – „მამა სერაფიმე როუზის მისიოლოგია”.
„საღვთისმეტყველო სატელევიზიო არხს მოვუყევი ჩემი მოხსენება: „ტარკოვსკის ფილმი „სოლარისი“ და სახარებისეული იგავი უძღები შვილის შესახებ”. საუბარი შედგა ღვთისმშობლის ხატის მირქმის სახელობის მონასტერში სემინარიის სტუდენტებთან”, – თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.