ილია ჭავჭავაძის 185 წლისადმი მიძღვნილი პროექტი „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“ , რომელსც „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ ახორციელებს თბილისის მერიის მხარდაჭერით, სიმბოლურად ილიას მკვლელობის დღეს, 12 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბრამდე გასტანს.
ღონისძიებების პირველ დღეს გაიმართა საჯარო მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეობამდე, როცა მოქალაქები სიმბოლურად ფეხით გადიან სწორედ იმ გზას რა გზითაც ილია უკნასკნელ გზაზე გააცილა საზოაგადოებამ. მთაწმინდის პანთეონში როსტომ ჩხეიძის მატვრულ-დოკუმენტური პროზის მიხედვით წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული დადგმა „მუხა უდაბნოში“ და ლიტერატურული ინტერმედია „ილია უკრაინულ ენაზე“ უკრაინელი მსახიობის ნატალია ვარანიუკის შესრულებით.
პროექტის პირველი დღის ბოლოს, კი გაიმართა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს -„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ გადაცემის ცერემონია.
„საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის – ილია ჭავჭვძის ეროვული პრემია“ 2022 წელს მეცნიერს, ორიენტალისტ, ბიბლეისტ, ფოლკლორისტ, ფილოლოგსა და მთარმგნელს ზურაბ კიკნაძეს გადაეცა. 88 წლის მეცნიერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირადად ვერ დაესწრო დაჯილდოების ცერემონია. პრემია მისმა შვილმა მუსიკოსმა რეზო კიკნაძემ აიღო, მამის სახელით მისი ღვაწლის დაფასებისათვის მადლობა გადაიხადა, ბატონი ზურაბ კიკნაძის გამოგზავნილი ბარათი წაიკითხა, სადაც ილიას მნიშვნელობაზე და მისთვის ამ პრემიის მინიჭებით გამოწვეულ სიამაყეზე საუბრობდა ქართველი მეცნიერი და მოაზროვნე.
პრემიის დაარსების მიზანია საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმომადგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება.
წინა წლებში „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის “ მინიჭებული აქვთ:
- საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას (2021)
- ილიკო და ნინო სუხიშვილებს (2020)
- „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ (2019)
- როსტომ ჩხეიძეს (2018)
- კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს (2017)
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს გაცემაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სარეკომენდაციო საბჭო, შემდეგი შემადგენლობით:
- ლია სტურუა /პოეტი/
- დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი, პროფესორი/
- კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი/
- ივანე ამირხანაშვილი /ლიტერატორი, კრიტიკოსი/
- ნინო ზაუტაშვილი /მედია-მენეჯერი, ჟურნალისტი/
- ბაღათერ არაბული /პოეტი, გამომცემელი/
- ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, დრამატურგი/
- გიორგი სავანელი /რეჟისორი, დრამატურგი/
- დეკანოზი გიორგი წეროძე /კაპელანი. ფილოსოფოსი/