29-30 აპრილს, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩავა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 აპრილს, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩავა.

უწყების ცნობით, მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.

„გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში, ასევე დაესწრება ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებებთან, აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავლი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი მ.წ. ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა).

საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.