ილია ფილფანის საძიებო სამუშაოების შესახებ შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

პუბლიკა

სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა.

უწყების განცხადებით, ბრიფინგს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი გამართავს.

ილია ფილფანს 18 ივლისიდან ეძებენ. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა, მას შემდეგ არავის უნახავს. მოზარდის ოჯახი და ახლობლები ილია ფილფანის მოძებნას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ.