„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
საპატრიარქოს ცნობით, 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური და სხვანი.