ილია II: დარწმუნებული ვართ, სინანული დაისადგურებს და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება

პუბლიკა

პატრიარქმა, ილია მეორემ მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას მიტროპოლიტ პეტრეს უძღები შვილი უწოდა და განაცხადა, რომ „უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს“, – ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

„მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მისი თქმით, ის ლოცულობს მიტროპოლიტ პეტრესთვის და „სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ“.


პეტრე ცაავამ 11 თებერვალს გამართული სინოდის სხდომა და საკითხები, რომლებზეც მღვდელმთავრები მსჯელობდნენ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში კრიტიკულად შეაფასა. ასევე, ერთ-ერთ გადაცემაში მან ილია მეორეს უწმინდური უწოდა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.