ილია II-ის თქმით, კორონავირუსისგან ღვთისმშობლის წილხვდომილობა გვიცავს

პუბლიკა

დღეს საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა და მორწმუნეებს მირქმის დღესასწაული მიულოცა.

ამასთან მან ისაუბრა საკითხზეც, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალურ საფრთხედ შეაფასა. იგულისხმება კორონავირუსის გავრცელება. პატრიარქმა ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხდვომილობის მითს დაუკავშირა.

“საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს”, – თქვა კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ.