ილია II კორონავირუსზე: ხილვა მქონდა... ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა

პუბლიკა

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ ლოცვის დასრულების შემდეგ კორონავირუსზე განაცხადა, რომ „ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს“.

ილია მეორე მრევლს ასევე თავისი ხილვის შესახებ მოუყვა.

„ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე“, – განაცხადა ილია მეორემ.

ილია მეორემ ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა მედიცინის მუშაკებს, „რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი დაძლევისათვის“.