ილია II რუსეთის პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს: ამ მძიმე წუთებში გისურვებთ ჯანმრთელობას

პუბლიკა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II რუსეთის პატრიარქს, კირილს დაბადების დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

„თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ამ მძიმე წუთებში გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას.

ჩვენ ასევე გვინდა გისურვოთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.

უფალმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი სამწყსო“, – წერია ილია II-ის მისალოც ტექსტში.