ილია II სააკაშვილს: გისურვებთ მხნეობას ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად

პუბლიკა

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილს მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას გადაუხადა.

„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია ილია მეორეს წერილში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.

დღეს ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას პატრიარქთან, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  მისალოცი წერილი გაატანა.