ესპანეთმა ქართველ MMA მებრძოლს, ილია თოფურიას ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა.
ამის შესახებ ესპანეთის განათლების და სპორტის მინისტრმა, პილარ ალეგრიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ილია თოფურია 15 წლის ასაკიდან, ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა, მოქალაქეობა ამ დრომდე არ ჰქონია.
ელ მატადორი UFC-ში ორი – საქართველოს და ესპანეთის დროიშებით გამოდიოდა.
ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ თოფურიამ ესპანეთის მოქალაქეობა არაერთხელ მოითხოვა, UFC-ის ჩემპიონობის შემდეგ კი მინისტრთა საბჭომ მისი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
“მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის მინიჭება. მათ იციან, რომ ის მსოფლიოში ცნობილი MMA მებრძოლია, 2012 წლიდან ჩვენს ქვეყანაში ვარჯიშობს და არის შეუპოვრობის მაგალითი. ასევე, ის სპორტის ამ დისციპლინაში სამაგალითოა. სწორედ ამ მიზეზით, მინისტრთა საბჭო მას მოქალაქეობას ანიჭებს”. – განაცხადა პილარ ალეგრიამ.
2024 წლის 18 თებერვალს ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.