„ილიაუნის" და „კავკასიის" გამოსაშვებ საღამოზე პოლიტიკურ პატიმრებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

პუბლიკა

დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამოები გაიმართა.

სტუდენტებს მიმართეს უნივერსიტეტების რექტორებმა, დეკანებმა, ლექტორებმა…

“მინდოდა მეთქვა, დღეს ვზეიმობთ მეთქი, მაგრამ მიჭირს ამის თქმა, ვიდრე ერთი ადამიანიც კი, მათ შორის თქვენი თანატოლები, სტუდენტები, რჩებიან პატიმრობაში. მაგრამ მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ნამდვილად მჯერა, რომ თქვენი სამართლიანი მოძრაობა იმისთვის, რომ ჩაიწეროთ ამ თაობათა უწყვეტს ჯაჭში, აუცილებლად დასრულდება დიდი გამარჯვებით”  – მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ სტუდენტებს.  

კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს კი მიმართა მედია სკოლის დეკანმა ნინო ჟიჟილაშვილმა.

“ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან ციხეში… თავისუფლება მათ და თავისუფლება ჟურნალისტიკის პროფესიის სინდისს, მზია ამაღლობელს. თქვენ მიდიხართ პროფესიონალები, მაღალი დონის ცოდნით, ძალიან სერიოზული უნარებით და სხვათაშორის ძალიან მაღალი კულტურით ზრდილობით და IQ-თი, გილოცავთ!

მანამდე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ბიზნესსკოლის დეკანმა ელენე ჯღარკავამაც მიმართა იგივე მოწოდებით – “თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს” – რასაც სტუდენტების ოვაცია და აპლოდისმენტები მოჰყვა.