ილიაუნის სადოქტორო პროგრამა სოლიდარობას უცხადებს ხასაიას და მის გათავისუფლებას მოითხოვს

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული მისივე დოქტორანტის, გიორგი ხასაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ ხასაიას და მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, დროულად გაათავისუფლოს ის, „რათა მან შეძლოს სრულფასოვნად დაუბრუნდეს უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებას”.

„გიორგი ხასაია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის გამორჩეული სტუდენტია. ის, იმ განსაკუთრებული კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამო შეირჩა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რითაც გიორგი ჯერ კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, ხოლო შემდეგ მთელი სწავლის პერიოდის განმავლობაში გამოირჩეოდა. გიორგის საკვლევი თემა გერმანიაში ქართველი მიგრანტების რთულ ყოველდღიურობას ეხება. ამ თემის საკვლევად მან, როგორც წარჩინებულმა დოქტორანტმა, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო შესაძლებლობა, საველე კვლევა გერმანიაში ჩაეტარებინა.

გიორგი ხასაია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის გამორჩეული სტუდენტია. ის, იმ განსაკუთრებული კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამო შეირჩა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სადოქტორო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რითაც გიორგი ჯერ კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, ხოლო შემდეგ მთელი სწავლის პერიოდის განმავლობაში გამოირჩეოდა. გიორგის საკვლევი თემა გერმანიაში ქართველი მიგრანტების რთულ ყოველდღიურობას ეხება. ამ თემის საკვლევად მან, როგორც წარჩინებულმა დოქტორანტმა, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო შესაძლებლობა, საველე კვლევა გერმანიაში ჩაეტარებინა”, – წერია მიმართვაში.

ხელმომწერები:

თამთა ხალვაში, ანთროპოლოგიის პროფესორი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ფლორიან მიულფრიდი, ანთროპოლოგიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ქეთევან გურჩიანი, ანთროპოლოგიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ელენე გავაშელიშვილი, ასისტენტ-პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

მარიამ დარჩიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ნინო აბაკელია, ემერიტუს პროფესორი ანთროპოლოგიის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;