SpaceX-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ილონ მასკი, ამბობს, რომ Starlink უკრაინაში ჩართულია.
მანამდე მას ტვიტერზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხალო ფედოროვმა მიმართა. „სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზებას, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს. როცა თქვენი რაკეტები წარმატებულად ეშვება მიწაზე კოსმოსიდან, რუსული რაკეტები თავს ესხმიან უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობას. ჩვენ გთხოვთ მოამარაგოთ უკრაინა სტარლინკის სადგურებით” დაწერა ფედოროვმა.
„Starlink – ის სერვისი უკვე აქტიურია უკრაინაში და მეტი ტერმინალი გზაშია”. უპასუხა მას მასკმა.
Starlink-ის მასკის ერტერთი ცნობილი პროექტია, რომლითაც სატელიტური ინტერნეტის მიღებაა შესაძლებელი.