იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც ბევრი „სტენტი“ ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერ დავუჭერ - ზილფიმიანი

პუბლიკა

„მხიარულ ნოტაზე იმას ვიტყვი, რომ იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით ვერ დავუჭერ“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, იურიდიული ნორმა ყველასთვის ერთი უნდა იყოს, თუმცა, ოპოზიციონერი კოლეგის მიმართ სოლიდარული უნდა იყვნენ.

„სერიოზულ ნოტაზე რომ ვთქვათ, მაინც არ დავუჭერ მხარს, იმ მიზეზით, რომ ამ ნაწილში მაინც სოლიდარული უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები. ეს ფორმალური ნაწილია. გულით მინდა გავიგო, რა ნორმებით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. აქ ლაპარაკია გირაოს გირაოზე, ჩემთვის ეს გაუგებარია. მხოლოდ ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ეს ჩემთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუმცა გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მხარს არ დავუჭერთ “, – განაცხადა ზილფიმიანმა.