იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, დამაკმაყოფილებელია

პუბლიკა

ამირან გამყრელიძემ მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ჩინეთში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად უმჯობესდება – დღეს მხოლოდ 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 62 000 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.   ჩინეთის გარეთ სიტუაცია კი, გამყრელიძის თქმით, 125 ქვეყანაში უარესდება.

„ხალხისთვის გასაგებ ენაზე პანდემია არის გლობალური ეპიდემია. ეს არის გლობალურ ჯანმრთელობაში ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაში, ამიტომ ჯანმო მას აცხადებს იშვიათად.  ამ საათისთვის 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 2 ირანში მოგზაურობის ისტორიას, ერთი ესპანეთში, დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან. დღეს მსოფლიოში ყურადღებას იპყრობს იტალია, ერთ-ერთი განვითარებული და ძლიერი ქვეყანა, სადაც 827 გარდაცვალებაა უკვე. იტალიამ მთელ ტერიოტორიაზე გამოაცხადა კარანტინი და ტარდება ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს მხოლოდ ერთ დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. ის წევს ინფექციურ საავადმყოფოში, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მეთვალყურეობის ქვეშ არის.

„ვსარგებლობ შემთხვევით და რამდენიმე მოწოდება მინდა გაგიზიაროთ. სიტუაცია მთლიანად ევროპასა და მსოფლიოში უარესდება ამიტომ ზედმეტი სიფრთხილე გვჭირდება და პირველი ამის მოწოდება გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შევიკავოთ საერთაშორისო მოგზაურობისგან. ჩვენ ამას ყველას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ რჩევაა, რომ თავი შევიკავოთ. პირველ რიგში მაღალი დასენიანების ქვეყნებში. იმედი მაქვს, მალე დავძლევთ ამ გამოწვევას და მერე ვიმოგზაუროთ. თუ ჩამოვალთ, ნუ დავმლავთ, თუ გვექნება რამე სიმპტომი და განვაცხადოთ საზღვარზევე. 4 ქვეყანა დაემატა აუცილებელი იზოლირების პირობებს, იქამდე იყო ჩინეთი, ირანი, იტალი და სამხრეთ კორეა. ამას დაემატა: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და ესპანეთი. ეპიდსიტუაცია მზარდია ჯერჯერობით. ამიტომ ხშრად მეკითხებიან, გვექნება შეთხვევები საქართველოში? კი, გვექნება მაგრამ ყველას მოვალეობაა, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ალბათობა ასეთი შეთხვევების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.