იმ შემთხვევაში გადავდგები, თუ რომელიმე შედეგი არასწორად დაითვლება - თამარ ჟვანია

პუბლიკა

“თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში გადადგება, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და  რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა”. – ამბობს თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.

მისი თქმით, ამას სრული პასუხისმგებლობით ამბობს, “იმიტომ, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად, ზედმიწევნით, აკურატულად გადმოცემული”.

“როდესაც პოლიტიკური მიზნების გამო ვინმე შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არასწორია. აიღოს ყველამ ოქმი, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის ოქმი რასაც ცესკო გამოაქვეყნებს, თუ რომელიმე იქნება არასწორად, კი ბატონო, შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე” – ამბობს ჟვანია.

ის ამბობს, რომ საჩივრების უმეტესობა ისეთ გადაცდომებზეა შესული, რომელიც შედეგებზე გავლენებს არ ახდენს.