თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მთელ რიგ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა.
„სამწუხაროდ, თბილისში იყო ადგილები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ დადიოდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფორმის ფარგლებში, არ დავტოვებთ არც ერთ ქუჩას, არც ერთ უბანს, დასახლებას, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტი არ იმოძრავებს“, – განაცხადა მან.
თბილისის მერის ინფორმაციით, 1 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნება:
- ავშნიანის დასახლებაში
- გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონების უკან მდებარე დასახლებებში
- დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში
- ინგუშეთის ქუჩაზე
- ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში
- ვეძისისა და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტი დღემდე არ დადიოდა
- ასევე, ტრანსპორტით ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩისა და ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები.