იმათ, ვინც პაატას აკრიტიკებს, იცით, რომ მისი დაჭერა უნდოდათ 2009 წელს? - გამყრელიძე

პუბლიკა

„რომელიმეს ამ ქვეყანაში პაატა იმნაძის პროფესიონალიზმში, მის ქვეყნისადმი დამსახურებაში იოტისოდენა ეჭვი გეპარებათ? მესმის, პაატა დღეს გაბრაზდა და ჩვენ გვაქვს ჩვენი თმენის ვალდებულება, მაგრამ ადამიანები ვართ ჩვენც”. – თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმნაძის დღევანდელი გამოსვლის კომენტირებისას.

„იცით, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებენ და ასეთ კითხვებს უსვამენ, მისი დაჭერა უნდოდათ 2009 წელს?” – განაცხადა მან.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ, არ მინდა. მრევენ პოლიტიკაში, თავი დამანებონ. იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. ხომ ახსოვთ, რატომ ვერ მახლეს ხელი, რადგან ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება”. – თქვა დღეს დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.