იმდენი კარავი რა არის? ცუდი სუნი იდგა, იმიტომ, რომ ეტყობა იქვე ისაქმებენ - ეპისკოპოსი იაკობი

პუბლიკა

„თბილისი თბილისს აღარ ჰგავს, იმდენი კარავი რა არის? რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი, რას ვაკეთებთ? ხალხიც არაა და სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა, იმიტომ, რომ ეტყობა იქვე ისაქმებენ, რომ მიდიან და იქ არიან. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება“,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

„მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ და შევთავაზე, რომ ეკლესიაში მოსულიყვნენ შერიგებისთვის, გარეთ პოლიტიკაზე ესაუბრათ, იმიტომ რომ სანამ არ შერიგდებიან, საქართველოს არაფერი არ ეშველება… მილიონი კარავი გაშალე მერე რა? არჩევნები არჩევნები იძახე… რატომ არ გიდგება ხალხი შეხედე მაგას, მოდით, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ, სამარცხვინოდ უცხოელებთან ჯდებით და ანახებთ შინაგანი რაც გაქვთ , ისინი ხომ ხედევენ“,- განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.