იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში- მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში” – უთხრა ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნოკოლოზმა.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში შეხვდა.

მისი თქმით, ეს ეპოქა დაიწყება მაშინ, როდესაც წარსული, მოქმედი და მომავალი ხელისუფლება გამონახავს საერთო ენას.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა, ეს ვუთხარი ბატონ მიხეილს და გეუბნებიც თქვენც, ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი საყოველთაო საერთო შერიგებაზე, მაშინ ქვეყანა განვითარდება”. –  თქვა მიტროპოლიტი.