„იმედი“ ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 56.1%

4 – „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 12.6%

5 – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6%

9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 7.0%

25 – „გახარია საქართველოსთვის” – 4.8%

36 – „გირჩი” – 3%

8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“2.2%

სხვა – 2.7%