სერგეი გავრილოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სტატუსს აქვეყნებს.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, რათა რევანშისტების გეგმები გაანადუროს”, – წერია პოსტში.
https://twitter.com/SA_Gavrilov/status/1274074222512558081
გავრილოვის სრული ვიდეომიმართვა „ფეისბუქზე” გავრცელდა.
„ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ გადავლახოთ ეს მძიმე სიტუაცია. მე მჯერა რომ რიგითმა მოქალაქეებმა უნდა მისცენ, ჩვენთვის ახლობელი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა, დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, შეაჩერონ ისინი, ვინც შარშან აწყობდა სახელმწიფო გადატარილებას, ანტიმართმლადიდებლური, ანტიქრისტიანული და რუსოფობიური ლოზუნგებით.
ჩვენ არ მოვითხოვთ პატიებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბოდიში აუცილებელია, ანსამბლეის მონაწილე დეპუტატებისთვის, რუსეთისთვის და რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენისთვის, ასევე აუცილებელია სიმამაცე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშირების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძევებულ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ცდილობენ, გაანადგურონ დემოკრატია და იყოს საქართველოში ავტორიტარიზმი.
მე მჯერა, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია, რუსეთთან ურთიერთპატივსცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ბინძური პროვოკაციების მომწყობებს უნდა დაეკისროთ პასუხიმსგებლობა.
ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ ავაშენოთ ურთიერთობები განათლების, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის საკითხებში, ეს არის სტრატეგიული მიმართულება ჩვენი ხალხებითვის, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ არ გვახსოვს წყენა, ჩვენ გვახსოვს ხალხისა და დეპუტატების სიტყვები, რომლებსაც წარმოთქვამდნენ ჩვენ მიმართ საქართველოში. ჩვენ გვახსოვს ძალოვნები, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი სიცოცხლე. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯი, რომ ჩვენი ძმობა გაგრძელდეს არა კულუალებში, არამედ ღიად”, – ამბობს გავრილოვი.
https://www.facebook.com/sergey.gavrilov.528/videos/2935187539913764/
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვია გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.