„ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ, 20 ივლისს დაასახელებს, თუმცა სავარაუდო კანდიდატთა სიის ნაწილს ტელეკომპანია „იმედი“ დღეს ასაჯაროებს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
ახალციხე – ანტონ ობოლაშვილი;
რუსთავი – ნინო ლაცაბიძე;
ზესტაფონი – ბეჟან წაქაძე;
მცხეთა – შალვა კერესელიძე;
ბოლნისი – გოგი მეშველიანი;
საბურთალო – დავით სერგეენკო;
გლდანი – ლევან კობიაშვილი;
ისანი – სოზარ სუბარი;
რაჭა – გოჩა ენუქიძე;
გურჯანი – დავით სონღულაშვილი;
თელავი – ირაკლი ქადაგიშვილი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს შერეული სისტემით ჩატარდება, სადაც 120 მანდატი პროპორციული სიით, 30 მანდატი კი მაჟორიტარული სიით გადანაწილდება.