იმედია, ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„მზად ვართ, შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია და ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და მალე საქართველო შეუერთდება ევროპულ ოჯახს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ესწრებოდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

„ფრანკოფონია, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება ქალებისა და მამაკაცებისგან, რომლებმაც იციან მშვიდობის, თავისუფლებისა და სოლიდარობის ღირებულებების მნიშვნელობა -ასე დაიწყო მან თავისი სიტყვა ასამბლეაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა  თქვა, რომ საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს.

„საქართველო ამჟამად გადის დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების პერიოდს, ამიტომ ჩვენი ვალია გავიაროთ ეს ეტაპი სიბრძნით და მოთმინებით, ვიყოთ ფხიზლად, ვიმოქმედოთ გონიერებითა და წინდახედულებით, ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზე და მივცეთ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა, რათა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოსახლეობის მოლოდინები.

მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ გატარდა ყველა ის რეფორმა, რომელმაც საქართველო წარმატებულ ქვეყნად აქცია კორუფციასთან ბრძოლაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში, ბიუროკრატიის შემცირებაში, ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაში, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა გავხადეთ, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.